Belive

ნაცუ ბაშო - ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს დილით ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა ვისაც ტოჩინოშინი ბაშოს რიგით მეათე დღეს დაუპირისპირდება. ქართველი რიკიშის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, ვისი ბალანსიც ჯერჯერობით 5-3-ზეა. აქამდე ტოჩინოშინი და მიტაკეუმი ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ, სადაც 7-ჯერ გამარჯვება სწორედ ტოჩის დარჩა. ბოლოს ეს ორი რიკიში ერთმანეთს მარტის ბაშოზე შეხვდა, სადაც გამარჯვება ასევე ტოჩიმ იზეიმა. შეგახსენებთ რომ ტურნირს მეორედ მოეხსნა ოძეკი ტაკაკეიშო, რომელიც ჩვენი დღევანდელი მეტოქე უნდა ყოფილიყო, ამიტომ დღეს ლევანს გამარჯვება უბრძოლველად ჩაეწერება და კაჩი-კოშის გაიფორმებს. მიტაკეუმი კი დღეს ჰოკუტოფუჯის შეხვდება

სხვა სტატიები