Belive

ნაპოლის მფლობელი: "აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შევიძენ, თუკი..."

1 წლის წინ სხვა
3 წთ
"ნაპოლის" მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, მისი კლუბი აფრიკელი ფეხბურთელების შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი მოთამაშეები აფრიკის თასზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ. აფრიკის თასი 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მისი კალენდარი ევროპის ტოპ ლიგების მიმდინარეობას ემთხვევა. გასულ სეზონში, აფრიკის თასი იანვარსა და თებერვალში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში, "ნაპოლის" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი (სენეგალი) და ანდრე ზამბო ანგისა (კამერუნი) გამოაკლდა.
Wall Street Italia-ში სტუმრობისას, დე ლაურენტისმა ხაზგასმით ისაუბრა, რომ დიდ კლუბებებს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მატჩის გამართვა უწევთ და ფეხბურთელები დროებით გაშვება დიდ პრობლემას წარმოადგენს.
"ნაპოლიში" არცერთ ფეხბურთელს მივიღებ, რომელიც აფრიკის თასზე, ან სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გამოდის რომ, ისინი აფრიკაში ითამაშებენ და ამ დროს მე მათ ხელფასი უნდა ვუხადო", - თქვა ლაურენტისმა.
იტალიელმა პროდუსერმა და კომპანია Filmauro-ს ხელმძღვანელმა ისიც დაამატა, რომ მისი კლუბის შეძენით უცხოელი ინვესტორები ხშირად ინტერესდებიან, თუმცა "ნაპოლი" არ იყიდება.
"რამდენიმე წლის წინ, ამერიკელი ინვესტორები €900 მილიონს მთავაზობდნენ, თუმცა მათ ჩემი ნამდვილად არ ესმოდათ. მე ვარ ნამდვილი ანტერპრენერი, რომელსაც ბიზნესის კეთება სიამოვნებას ანიჭებს, ასე რომ, მომეცით უფლება, ასე გავაგრძელო. რადგანაც მე-12 მოთამაშის როლს გულშემატკივარი ასრულებს, მსურს მე-13 მე-14 მოთამაშის ფუნქცია შევასრულო, 14 ჩემი საყვარელი რიცხვია", - აღნიშნა მან.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული კალიდუ კულიბალი "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა. ლონდონურმა კლუბმა მის სანაცვლოდ €38 მილიონი გადაიხადა. სენეგალელი ფეხბურთელი კი ლეგენდარული ჯონ ტერის 26-ნომრიან მაისურს მოირგებს. ამჟამად, "ნაპოლიში" 3 აფრიკელი ფეხბურთლი თამაშობს: ანდრე ანგისა, ადამ უნასი და ვიქტორ ოსიმენი. ისტორიაში პირველად, აფრიკის თასი 2019 წელს ზაფხულში გაიმართა, თუმცა 2021 წელს, ტურნირი კვლავ ძველი სისტემით ჩატარდა. 2023 წლის აფრიკის თასი მომდევნო ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მეტეოროლოგიური კვლევების მიხედვით, კოტ-დ'ივუარში ამ პერიოდში გადაუღებელი წვიმაა მოსალოდნელი - ქვეყანაში ტროპიკული კლიმატია და წვიმა აქ არავის უკვირს, წყალდიდობამ კი მიმდინარე წლის დასაწყისში 5 ადამიანი იმსხვერპლა.

სხვა სტატიები