რუმინეთის რაგბის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
5 წლის წინ
სხვა
1 წთ
რუმინეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებს 44 წლის ფრანგი სპეციალისტი, ტომას ლევრემონი გაწვრთნის. იგი რუმინელებთან ერთად 2023 წლამდე იმუშავებს. ტომას ლევრემონი 2018 წლის თებერვლიდან, რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, მას ისეთ ცნობილ გუნდებში აქვს გამოცდილება, როგორებიცაა: ფრანგული "ბიარიცი", საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბი "სტად ფრანსი" და ასევე, იგი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო. რუმინელი გულშემატკივრები ამ სპეციალისტზე დიდ იმედებს ამყარებენ.
OFFICIAL: Thomas Lièvremont has been named as Romania’s new head coach starting from the 2018/2019 season, signing a contract including the RWC 2023 #RugbyRomania pic.twitter.com/yVs8gTAtY8 — Romanian Rugby Union (@RugbyRomania) September 12, 2018