Belive

,,მსოფლიოს მეფე'' - ევროპის ძიუდოს კავშირი ტატო გრიგალაშვილზე

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ევროპის ძიუდოს კავშირის ვეგვერდმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის წელი შეაჯამა და ქართველ ძიუდოისტს ,,მსოფლიოს მეფე'' უწოდა:

,,ტატო გრიგალაშვილი პირველი ნომერი მხოლოდ საკუთარ წონაში არ არის. ის არა მხოლოდ ევროპელთა რეიტინგში ლიდერობს, არამედ ყველგან, ყველა სპორტსმენს შორის...

გასულ წელს, როცა ის ტოპებში მოხვდა, ყველა ვსაუბრობდით ამ ახალგაზრდა ტალანტზე, ახლაც ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ ხალხი 2021-ში მასტერსის ტიტულითა და მსოფლიო ჩემპიონობის ფინალში გასვლით აალაპარაკა. 2022 წელს მან შეინარჩუნა ევროპის ჩემპიონის ტიტული სოფიაში, გააუმჯობესა მსოფლიო ჩემპიონობის ფინალის შედეგი და გახდა წითელი არშიის მფლობელი, დეკემბერში კი ყველა შესაძლო გზით, ჭიდაობის სტილითა და მანერით, იერუსალიმში მასტერსის ტიტულიც დაიცვა.

უბრალოდ, ეჭვგარეშეა, ვინ არის ახლა -81 კგ წონითი კატეგორიაში მთავარი, მაგრამ ტაშკეტში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მატიას კასესთვის გვირგვინის მოპარვა მარტივი არ იყო. ამ ტურნირზე ყველას სჯეროდა, რომ ყველაზე გამორჩეული აბესა და მარუიამას ფინალი იქნებოდა, მაგრამ ის მღელვარება, რაც -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეიქმნა, უბრალოდ, შეუდარებელია. ეს იყო შეჯიბრისა და კონკურენციის სხვა განზომილება, თითქმის გაორმაგებული დრო, სანამ გრიგალაშვილი გამარჯვების ქულას დამატებით დროში აიღებდა. ეს მომენტი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც 2022 წლის მთავარი მოვლენა,'' - წერია ევროპის ძიუდოს კავშირის ვებგვერდზე.

ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. გარდა ამისა, 23 წლის ძიუდოისტმა იერუსალიმის მასტერსზე ოქრო მოიპოვა, პარიზისა და თბილისის გრანდ სლემებზე ვერცხლი, ზაგრების გრან პრიზე კი - ბრინჯაო.

სხვა სტატიები