Belive

7 მაისი ბავშვთა მძლეოსნობის დღეა!

11 თვის წინ სხვა
1 წთ

7 მაისს მსოფლიო ბავშვთა მძლეოსნობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ღონისძიება ტარდება - გამონაკლისი არც საქართველოა. მძლეოსნობის დღის აღსანიშნავად, თბილისში სხვადასხვა შეჯიბრება ჩატარდება.

7 მაისს, მძლეოსნობის ფედერაციაში, 2009-10-11-12 წელს დაბადებულ ახალგაზრდებს შორის შეჯიბრება გუნდური პრინციპით გაიმართება - თითოეულ გუნდში 4 გოგო და 4 ბიჭი იასპარეზებს. შეჯიბრებაში თბილისისა და რეგიონის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო 14:45-ზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. შეჯიბრება სამჭიდში (რბენა, ხტომა, ტყორცნა) ჩატარდება.

11:00 საათზე, გოგონათა შორის 60მ რბენა, ბიჭებს შორის ხტომა და ასევე გოგონებს შორის 1კგ. ტყორცნის შეჯიბრი გაიმართება.

12:00 საათიდან, ბიჭებს შორის 60მ რბენა, გოგონებს შორის ხტომა და ბიჭებს შორის 1კგ. ტყორცნის შეჯიბრება აიღებს სტარტს.

13:00 და 13:30 საათზე, გოგონათა და ასევე ბიჭებს შორის 300მ. რბენა გაიმართება. 14:15-ზე, ამანათრბენი (8x50მ. თარჯებით) აიღებს სტარტს. დღის კულმინაცია კი აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაიმართება - 14:45 საათზე, შეჯიბრებებში გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან.  

სხვა სტატიები