Belive

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრები წყალბურთის ისტორია, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. ტურნირს უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, 18 ინვისიდან 3 ივლისამდე უმასპინძლებს. ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრების წყალბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ – სიმბოლური და უაღრესად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დისკვალიფიცირებულთა ნაცვლად, ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრები მიემგზავრება.

ცნობილია წილისყრის შედეგები

A ჯგუფი: უნგრეთი, ბრაზილია, მონტენეგრო, საქართველო B ჯგუფი: იაპონია, საბერძნეთი, გერმანია, ხორვატია C ჯგუფი: იტალია, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი D ჯგუფი: ყაზახეთი, აშშ, ავსტრალია, სერბეთი უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთისა და მონტენეგროს სახით, საქართველოს ნაკრებს გრანდები შეხვდნენ და ქართველ წყალბურთელებს ურთულესი ბრძოლა ელოდებათ. რაც შეეხება ბრაზილიას, საქართველოს ნაკრებს ეს უკანასკნელი გასულ წელს, ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ჰყავს დამარცხებული და იმედი ვიქონიოთ, რომ ბუდაპეშტშიც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავა და ტიტულისთვის ბრძოლას მეოთხედფინალურ ეტაპზე გააგრძელებს.

სხვა სტატიები