Belive

მსოფლიოს ყოფილმა უძლიერესმა ადამიანმა ორ მებრძოლს ერთდროულად მოუგო

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს ყოფილმა უძლიერესმა ადამიანმა ორ მებრძოლს ერთდროულად მოუგო. ედი ჰოლმა MMA-ს ბრძოლა World Freak Fight League-ზე უცნაურად მოიგო, მან ერთდროულად ორი მებრძოლი, ძმები ნეფატები ბლექბერნში გამართულ ივენთზე დაამარცხა. ედი ჰოლის წონა 166.6 კგ-ია, ხოლო ძმები ნეფატების ერთობლივი წონა 132კგ (65კგ და 67კგ)

2010-იანი წლების უმეტესი პერიოდის განმავლობაში ედი ჰოლი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ექვსჯერ მოიგო დიდი ბრიტანეთის უძლიერესი მამაკაცის წოდება, შემდეგ 2017 წელს კი მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მოპოვებაც შეძლო და კარიერაც დაამთავრა. ყოფილმა უძლიერესმა ადამიანმა კარიერის დამთავრების შემდეგ UFC-ის მძიმე წონაში დაიწყო ვარჯიში.