Belive

მოვსარ ევლოევი სოციალურ ქსელში თოფურიას დამცინავ პოსტს აქვეყნებს

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

მოვსარ ევლოევი სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდა. კავკასიელი მებრძოლი ილია თოფურიაზე პოსტების გამოქვეყნებას არ წყვეტს. ამჯერად "ელ მატადორის" დამცინავი ფოტოთი წარსდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონმა ქამარი დაიცვას, საკუთარი ქამრის საჩვენებლად ტურნეს მართავს. მე კი ამ დროს შემიძლია ორჯერ ვიბრძოლო და ორი სხვადასხვა პრეტენდენტი დავამარცხო. - წერს მოვსარ ევლოევი

ილიას ახლა სულ სხვა საქმეების აქვს. UFC 300-ის ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა - მაქს ჰოლუეიმ "მატადორი" გამოიწვია, რაზეც ილიამ თანხმობით უპასუხა. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაზე იქამდეც საუბრობდა, სანამ ვოლკანოვსკის ქამრისთვის ჩხუბში დაანოკაუტებდა. ახლა კი, როცა მაქსმა ბრწყინვალე სანახაობა დადგა და თანაც ილია ჩემპიონია, მათი პირისპირ დგომის შანსი საკმაოდ დიდია.

სხვა სტატიები