Belive

"მორტალ კომბატი" UFC-ის მებრძოლთა კუნძულზე

4 წლის წინ სხვა
2 წთ

დანა უაითის მორიგმა იდეამ UFC-ის გულშემატკივრები აღაფრთოვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლების მოწყობა სპეციალურად შერჩეულ კუნძულზე იგეგმება. წყაროს მტკიცებით, მებრძოლები კუნძულზე გაივლიან ბრძოლისათვის მოსამზადებელ პერიოდს და UFC-ის ეგიდით მოწყობილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. მებრძოლებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კუნძულზე დანა უაითი "მორტალ კომბატის" ინსცენირებას გეგმავს. პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ "მორტალ კომბატის" ანალოგად. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გამო შეუძლებელია მებრძოლების შეერთებულ შტატებში შეკრება - გამოყენებული იქნება სპეციალური კუნძული, სადაც მთელი მსოფლიოდან მიიწვევენ მონაწილეებს. მებრძოლთა კუნძულზე პირველივე ივენთი შესაძლოა განსაკუთრებული აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი დაპირისპირება კოლბი კოვინგტონსა და ტაირონ ვუდლის შორის შედგება. აღნიშნულ ინიციატივას კოვინგტონი უკვე გამოეხმაურა და ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

"პერსონალური კუნძულის მოსაწყობად რამდენიმე დღე მჭირდება. კუნძული უკვე შერჩეულია და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც შევძლებ ბრძოლების გამართვას. არ შემიძლია მებრძოლების აშშ-ში ჩამოყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მებრძოლებს საკუთარ კუნძულზე ჩავიყვან და ბრძოლებს გავმართავ", - აღნიშნა დანა უაითმა.

სხვა სტატიები