Belive

მორიგი ქართველი TOP 14-ში | ლაშა მაჭარაშვილი მონპელიეში ითამაშებს

9 თვის წინ სხვა
1 წთ

24 წლის ქართველი მორაგბე - ლაშა მაჭარაშვილი, პრო D2-ის "მონ დე მარსანიდან" კარიერას TOP 14-ის ისტორიულ კლუბში "მონპელიეში" გააგრძელებს.

24 წლის ქართველი ბურჯი 2017-2023 წლებში "მონ დე მარსანის" ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე 55 შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ "მონპელიეში" მორიგი ქართველი, საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრი - ლუკა ჯაფარიძე ჩაირიცხა.

ასევე აღსანიშნავია, რომ "მონპელიეს" რიგებში საქართველოს ნაკრების 9 ნომერი - გელა აფრასიძე ირიცხება.

სხვა სტატიები