Belive

მორიგი აღიარება - გიგა ჭიკაძემ UFC-ის The Forrest Griffin Community Award-ის პრიზი მიიღო

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი - გიგა ჭიკაძე, The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრიზს ორგანიზაციის იმ მებრძოლებს გადასცემენ, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობით გამოირჩევიან და საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ. The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის გადაცემის ცერემონიალი პირველად 2020 წელს გაიმართა. დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შემდეგ, გიგა ჭიკაძე გახდა მესამე მებრძოლი, რომელსაც აღნიშნული პრიზი გადაეცა.

ცოტა ხნის წინ, MMA Junkie-ს Youtube არხზე, გიგა ჭიკაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ქართველმა მებრძოლმა საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. გიგა ჭიკაძე: "ქველმოქმედებას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ მე მაქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია “Knockout Cancer”, რომლის დაარსებაც დედის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე. ის 2013 წელს სიმსივნით დაიღუპა. ამ საშინელ დაავადებას რამდენიმე წლის განმავლობაში ვებრძოდით, მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო ოჯახისთვის და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ყველას ვინც იგივე დაავადებით იტანჯებოდა. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს ვაკეთებ სხვების დასახმარებლად. ბედნიერი ვარ, რომ UFC-სგან  მოწვევა მივიღე".

სხვა სტატიები