Belive

მოჰამედ სალაჰი TIME-ის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის მოხვდა

4 წლის წინ სხვა
2 წთ
"ლივერპულის" მარჯვენა გარემარბი, მოჰამედ სალაჰი, TIME-ის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის მოხვდა. სიაში სალაჰის გარდა სხვა ცნობილი სპორტსმენებიც გვხვდებიან - ლებრონ ჯეიმსი, ალექს მორგანი (ამერიკელი ფეხბურთელი ქალი), ნაომი ოსაკა, კასტერ სემენია (სამხრეთ-აფრიკელი მორბენალი) და ტაიგერ ვუდსი. აღსანიშნავია, რომ სიაში მოჰამედ სალაჰი სიაში პირველად ვიხილეთ, რასაც ვერ ვიტყვით ტაიგერ ვუდსსა და ლებრონ ჯეიმსზე, რომლებიც TIME-ის სიაში, შესაბამისად, 3-ჯერ და 4-ჯერ მოხვდნენ. სალაჰი გასულ სეზონში საოცარ ფორმაში იმყოფებოდა - ეგვიპტელმა 2017-18 წლების სეზონში 44 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. მიმდინარე სეზონში სალაჰს შეიძლება ნაკლები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გააქვს. მისი დახმარებით, "ლივერპული" პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და პარალელურად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულამდე სულ რაღაც 3 მატჩი აშორებს. ცნობილი ამერიკელი კომიკოსის ჯონ ოლივერის შეფასებით, სალაჰი კიდევ უფრო უკეთესი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი: "იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ ფეხბურთელს, რომელზეც წარმატებამ და სტატუსმა გავლენა არ იქონია. ეს საოცარია, რადგან ვიცი, რომ სალაჰი მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება. სალაჰი მისაბაძი მაგალითია ეგვიპტელებისთვის, "ლივერპულის" ქომაგებისთვის და მუსულმანური სამყაროსთვის. იგი თავმდაბალი, გონიერი და მხიარული ადამიანია, მე იგი გულწრფელად მიყვარს" აღნიშნა ოლივერმა. ოლივერის სიტყვებს სალაჰმა შემდეგი განცხადებით უპასუხა: დიდი მადლობა ჯონ კეთილი სიტყვებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია TIME-ის ტოპ 100 ადამიანს შორის მოხვედრა. ყოველთვის მზად ვარ, დედამიწა კიდევ უფრო უკეთესი გავხადო," აღნიშნა ეგვიპტელმა. აღსანიშნავია, რომ სალაჰი სამშობლოშიც ძალიან დაფასებულია: გასულ წელს, ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, აჰმედ ჰოსამ მიდომ განაცხადა, რომ სალაჰზე უკეთეს ფეხბურთელს ეგვიპტეში არასოდეს უთამაშია.

სხვა სტატიები