Belive

მოგება 5 სეტში - ნადალი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

უიმბლდონის მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა ამერიკელი მეტოქე, ტეილორ ფრიცი (14) 5 სეტში, ანგარიშით 3:6, 7:5, 3:6, 7:5, 7:6 (10:4) დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა 4 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. რაფამ მატჩში 5 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 19, ესპანელმა ჩოგბურთელმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამერიკელმა კი – 3. მომდევნო ეტაპზე ნადალის მეტოქე ნიკ კირიოსი (40) იქნება, რომელმაც დღეს კრისტიან გარინთან იმარჯვა. შეხვედრა პარასკევს, 8 აგვისტოს გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია – სერბმა შარშან ფინალში მატეო ბერეტინის მოუგო.