Belive

MLS-ის ყველა დროის 10 საუკეთესო ტრანსფერი

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
MLS-მა, დაარსების დღიდან (1993 წელი) დღემდე შეძლო ფეხბურთის ყველაზე ცნობილი სახეების "მოზიდვა". დაწყებული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიდან - მსოფლიო ჩემპიონებამდე, რამდენიმე ლეგენდარულმა ფიგურამ თავისი კარიერის ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარა. ჩემპიონატის, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, დონის ასაწევად და გლობალური ცნობიერების ასამაღლებლად, ასეთი ვარსკვლავების ტრანსფერები აუცილებელია. გთავაზობთ MLS-ის ისტორიაში განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსფერებს.

1. დევიდ ბექჰემი 

დევიდ ბექჰემი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ბექჰემის გარეშე MLS-ში კონკრეტული საფეხბურთო წესები არ იარსებებდა. ინგლისელი ფეხბურთელის გადაწყვეტილებამ, როდესაც იგი დათანხმდა "ლოს ანჯელეს გალაქსიში" თამაშს, სამუდამოდ შეცვალა ამერიკული ფეხბურთი. ასევე, დღეს ბექჰემი ამერიკის ჩემპიონატში საკუთარ კლუბს ფლობს - "ინტერ მაიამი".  ბექჰემი დღესაც MLS-ის მთავარი ფიგურაა. ბექჰემმა 2-ჯერ მოიგო MLS-ის თასი და 2-ჯერ მხარდამჭერთა "ფარი".  

2. ტიერი ანრი

იმდროინდელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ფრანგი - ტიერი ანრი, MLS-ში გადასვლის დღიდან საოცარ სანახაობას გვთავაზობდა. იგი "ნიუ-იორკ რედ ბულსმა" 2010 წელს დაიმატა. ამერიკულმა კლუბმა, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი იმიტომ დაიმატა, რომ მათ ახალი სტადიონი ჰქონდათ და სურდათ მარკეტინგული სვლა განეხორციელებინათ, რამაც მოსალოდნელზე მეტად გაამართლა. სადებიუტო სეზონში, ანრი ყველა თამაშს ისეთი მონდომებითა და სულისკვეთებით თამაშობდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო, ამ ფაქტის გამო კი "ნიუ-იორკ რედ ბულსის" გულშემატკივრებს ფრანგი ფეხბურთელი ათმაგად შეუყვარდათ. ანრიმ MLS-ში პროფესიონალიზმისა და ფეხბურთის პატარა დეტალების ახალი დონე შემოიტანა.

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

რა შეიძლება ითქვას ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისეთი, რაც ჯერ არასდროს, არავის უთქვამს?! ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი MLS-ში მხოლოდ ერთი მიზნით გადავიდა, მისი მიზანი იყო ის, რომ რომელ კლუბშიც ითამაშებდა, იმ კლუბის ლეგენდა უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ზლატანმა აშშ-ში ყოფნის დროს, კლუბთან ერთად ტიტული ვერ მოიგო, მაინც შეძლო და გახდა ამ კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი. 58 ჩატარებულ მატჩში გატანილი 53 გოლი - ასეთია შვედის სტატისტიკა "ლოს-ანჯელეს გალაქსიში".

4. რობი კინი

შეიძლება თამამად ითქვას, რომ რობი კინი MLS-ის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. ირლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 165 თამაშში 104 გოლის გატანა შეძლო. მოიგო სამი MLS-ის თასი და "ლოს-ანჯელეს გალაქსის" დაეხმარა ლიგაში ლიდერობის შენარჩუნებაში. ერთი სიტყვით, კინი დომინანტი იყო და დაამტკიცა, რომ MLS-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. მან ზედიზედ ოთხ სეზონში შეძლო წლის საუკეთესო თერთმეტეულში შესვლა და 4-ჯერ დასახელდა MLS-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ირლანდიელი ფორვარდი შეიძლება არ იყო MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა ის იყო ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, რომელიც ევროპიდან აშშ-ში გადავიდა.

5. დავიდ ვილია

ლეგენდარული ესპანელი ფორვარდი - დავიდ ვილია, MLS-ში, კერძოდ კი "ნიუ-იორკ სიტიში" 2014 წელს ჩაირიცხა. ვილიამ 126 თამაშში 80 გოლი გაიტანა, 2017 წელს კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს ამან აჩვენა, თუ რამდენად კარგი იყო ვილია მოედანზე, რადგან ის იყო კლუბის ნამდვილი სახე, რადგან მასთან ერთად მოყვანილი 2 ვარსკვლავი (ანდრეა პირლო და ფრენკ ლამპარდი) კლუბისთვის დიდს ვერაფერს აკეთებდნენ.

6. უეინ რუნი 

უიენ რუნი MLS-ში, კერძოდ კი "DC იუნაიტედში" 2018 წელს ჩაირიცხა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მალევე მიიღო კლუბში მენტორისა და ლიდერის სტატუსი. მან MLS-ის კარიერა 25 გოლით დაასრულა, მაგრამ MLS-ის ისტორიაში დატოვა თავისი დიდი კვალი.

7. ჩიჩარიტო

ჩრდ. ამერიკის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი - ჩიჩარიტო, ბოლო წლების განმავლობაში MLS-ში, კერძოდ კი "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" დამკვიდრდა. იგი ლოს-ანჯელესურ კლუბში 2020 წლიდან ირიცხება. "გალაქსის" ჩიჩარიტოს შესაძენად იმდენივე თანხა დასჭირდა, როგორც იბრაჰიმოვიჩისა და ბექჰემის შესაძენად, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა წესით უნდა მიაღწიოს იმ სიმაღლეებს, რასაც შვედმა და ინგლისელმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს. რთული პირველი სეზონის შემდეგ, რომელშიც ის ნამდვილად ებრძოდა ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მექსიკელმა ვარსკვლავმა MLS-ში მეორე სეზონის განმავლობაში უკან არ დაიხია, რამაც იგი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თავდამსხმელად აქცია.

8. კარლოს ველა

MLS-ში ასვლისთანავე, "ლოს-ანჯელეს FC"-ს სურდა აყვავება და ეს გააკეთა კარლოს ველასთან ხელმოწერით. "არსენალის" ყოფილი გარემარბი აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ MLS-ში საუკეთესოთა შორისაა. მისი 34-ე გატანილი გოლი MLS-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელმაც ველას MVP-ის ჯილდოები მოუტანა. ბოლო წლებში ვარსკვლავს ტრავმები აწუხებდა, თუმცა, ეს მას არ აკნინებს. MLS-ის ისტორიაში ცოტა მოთამაშეა, რომელიც კარლოს ველას დონეზე თამაშობს.

9. ჯორჯო კიელინი 

მომავალი სეზონიდან MLS-ში მორიგი ევროპელი ვეტერანი და ლეგენდარული იტალიელი მცველი - ჯორჯო კიელინი ჩაირიცხება. "ლოს-ანჯელეს FC"-მ მოიყვანა ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი MLS-ში და მათ ეს შედარებით იაფად გააკეთეს. ევროპის ჩემპიონი და სერია ა-ს გამარჯვებული MLS-ში კარიერის დასასრულებლად მიდის. სავარაუდოდ იგი 1-2 სეზონს ჩაატარებს და შემდეგ კი კარიერას დაასრულებს. ლოს-ანჯელესში ლეგენდარულ იტალიელ მცველს მოუთმენლად ელიან.

10. გარეტ ბეილი

იყო ვარაუდები, რომ მადრიდის "რეალის" დატოვების შემდეგ, გარეტ ბეილი პროფესიონალურ კარიერას დაასრულებდა, თუმცა როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ ბევრის დამტკიცება სურს და მომავალში ამ ყველაფერს MLS-ში, კერძოდ კი "ლოს-ანჯელეს FC"-ში გააკეთებს. უელსელი ფეხბურთელი მზად არის თავისი მნიშვნელოვანი საფეხბურთო უნარები შეერთებულ შტატებში გადაიტანოს. მას შეუძლია, რომ ძალიან ბევრი რამ შეცვალოს კლუბის ისტორიაში და MLS-ის ერთ-ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელად დარჩეს.

სხვა სტატიები