Belive

მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს. ამის მიზეზი მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რაც ქართული მხარის მიერ აღებული მოვალეობის შეუსრულებლობამ გამოიწვია. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, რაც ვერ მოხერხდა. საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირებულია WAF-ის ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენისგან (ევროპული და მსოფლიო) ან WAF-ის წევრების ორგანიზებით ჩასატარებელი ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ღონისძიებიდან. გარდა ამისა, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებულ ეროვნულ ფედერაციის ფინანსური ჯარიმების გადახდაც მოუწევს, რა შემთხვევაშიც შესაძლოა დისკვალიფიკაცია გაუქმდეს.
"მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო. საქართველომ ვერ მოახერხა 2021 წლის მსოფლიოს მკლავჭიდის და პარა-მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანა WAF -ის მენეჯმენტი და WAF-ის წევრები, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ფინანსებისა და იმიჯის დაკარგვა WAF-ისთვის და WAF-ის წევრების გუნდებისთვის", - წერია  მკლავჭიდის  სოფლიო ფედერაციის განცხადებაში.
დისკვალიფიკაციის დროს, ქართველი სპორტსმენები ვერ დარეგისტრირდებიან WAF-ის ჩემპიონატებში.

სხვა სტატიები