მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს
4 წლის წინ
სხვა
1 წთ
"მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო. საქართველომ ვერ მოახერხა 2021 წლის მსოფლიოს მკლავჭიდის და პარა-მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანა WAF -ის მენეჯმენტი და WAF-ის წევრები, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ფინანსებისა და იმიჯის დაკარგვა WAF-ისთვის და WAF-ის წევრების გუნდებისთვის", - წერია მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის განცხადებაში.დისკვალიფიკაციის დროს, ქართველი სპორტსმენები ვერ დარეგისტრირდებიან WAF-ის ჩემპიონატებში.