Belive

მერსედესმა კონსტრუქტორთა დავაში მეორე ადგილი გამარჯვების გარეშე მოიპოვა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

"მერსედესმა" კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა ისე, რომ არც ერთი გამარჯვება არ მოუპოვებია - რაც მანამდე მხოლოდ ორჯერ მოხდა F1-ის ისტორიაში.

2023 წლის სეზონში მერსედესის გუნდმა უკიდურესად იშვიათი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა. გერმანულმა ბრენდმა სეზონის დასრულება კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეორე ადგილზე მოახერხა, სეზონის განმავლობაში კი არც ერთი გრან პრი არ მოუგიათ.

გასულ სეზონში მერსედესის მძღოლებისთვის საუკეთესო შედეგი მეორე ადგილი იყო - გერმანული გუნდის პილოტებმა რბოლა სამჯერ დაასრულეს მეორე პოზიციაზე.

ფორმულა 1-ის ისტორიაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა. 2004 წელს, საერთო რეიტინგში, მეორე ადგილი BAR Honda-ს გუნდმა (4 მეორე ადგილი) დაიკავა, ხოლო 2007 წელს BMW-Sauber-ის გუნდმა მხოლოდ 1 პილოტის მეორე ადგილზე გასვლით, საერთო რეიტინგის მეორეობაც მიიღო.

სხვა სტატიები