Belive

"მერაბს ასეთი აქტიურობის გამო პატივი უნდა ვცეთ" - შონ ო'მალის მწვრთნელი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მწვრთნელი ტიმ უელში მერაბის მიმართ პატივის ცემას იჩენს. მისი თქმით, დვალიშვილს შეეძლო ჩემპიონობით სიამოვნება მიეღო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. დვალიშვილის ასეთი საქციელის გამო ტიმი მერაბის მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი.

მერაბს საკუთარი ტიტულის დაცვის გამო პატივი უნდა ვცეთ. იყო ისეთი აქტიური როგორიც მერაბია სიგიჟეა. შეეძლო დაესვენა, ჩემპიონობით სიამოვნება მიეღო და სანაპიროს წვეულებებზე დრო გაეტარებინა. მაგრამ თქვა: 'ჯანდაბას ეს ყველაფერი, მე მინდა რეკორდები დავამხო.' მერაბს პატივი უნდა ვცეთ. - განაცხადა ტიმ უელშმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონი ქამარი დაკარგა. მისი მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იყო, რომელიც აქამდე დამარცხებული ჰყავდა. დიდია იმის ალბათობა, რომ იანის და მერაბის მესამე შეხვედრაც ვიხილოთ.

სხვა სტატიები