Belive

"მერაბის ჭიდაობის შეჩერება სეხუდომაც კი ვერ შეძლო" - ურაია ფეიბერი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ურაია ფეიბერმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის დაპირისპირებაზე ისაუბრა. დიდების დარბაზის წევრი თვლის, რომ მერაბი ო'მალისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა.

წინასწარ რამის თქვა ცოტა რთულია. მაგრამ, მერაბის ჭიდაობის შეჩერება ჰენრი სეხუდომაც კი ვერ შეძლო. სიმართლე გითხრათ, ეს ო'მალისთვის ძალიან ცუდი ბრძოლა იქნება. მერაბს საოცარი გამძლეობა აქვს. მერაბ ნამდვილ მკვლელებთან მოუწია შეხვედრა და მათი შეტევები მარტივად მოიგერია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ნამდვილად დაშავდა საიმონთან ბრძოლა იყო, სადაც გდებისას საკუთარი თავი დაიზიანა. ო'მალის მეტად დახვეწილი, "მატადორის" მსგავსი სტილი აქვს, თუმცა, მერაბი ნამდვილი ხარია. თუ "შუგას" იდეალური ბრძოლის ჩატარება სურს, დისტანცია უნდა შეინარჩუნოს და სუფთა დარტყმები გაუშვას. შონს საკმაოდ კარგ გრეპლინგი აქვს. მის სპარინგ პარტნიორებთან ერთად მივარჯიშია და მაღალი დონის ბიჭები არიან. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს. - განაცხადა ურაიამ

შეგახსენებთ, რომ ო'მალის წონაში ჩემპიონობის პირველი კანდიდატი მერაბ დვალიშვილია. ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, თუ,ცამ როგორც მერაბი ამბობს მისი და შონის შეხვედრა UFC 306-ზე შედგება.

სხვა სტატიები