Belive

"მერაბი ჩვენს დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია" - დენი გარსია დვალიშვილზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის ბრძოლამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ქართველის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება. მერაბისთვის ეს ბრძოლა დიდი მნიშვნელობისაა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საჩემპიონო ქამრისთვისაც იჩხუბებს.

მის მოსამზადებელ პერიოდზე Syndicate MMA-ს კრივის მწვრთნელმა ისაუბრა. დენი გარსიას თქმით, დვალიშვილის მის მეტსახელს სრულიად ამართლებს.

მერაბი ნამდვილი მხეცია. ის ნამდვილი მანქანაა. არის მომენტები როცა მისი შენელება და დამშვიდება გვიწევს. მასთან მუშაობა ძალიან დიდი პატივია. ის გისმენს და როცა მწვრთნელი რაიმე შეცდომაზე მიუთითებს მალევე გამოასწორებს. მერაბთან მუშაობისას ერთი და იმავეს ბევრჯერ გამეორება არ არის საჭირო. რაც ყველაზე მთავარია - ის თავმდაბალია. თავმდაბალი სპორტსმენები ყოველთვის საუკეთესო ათლეტები არიან. მერაბი ძალიან შრომისმოყვარეა. ის ჩვენს დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია. - განაცხადა გარსიამ ვატო ღვინჯილიას YouTube არხზე საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ქართველი "მანქანა" 18 თებერვალს, UFC 298-ის მთავარ ღონისძიებაზე იჩხუბებს. მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და რუსი პირწმინდად გაანადგურა. ჰენრი სეხუდომ კი თავისი ბოლო ბრძოლა მერაბის უახლოეს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან დათმო.

სხვა სტატიები