Belive

"მერაბი ან ო'მალი" - პიოტრ იანი ფიქრობს, რომ ჩემპიონი კვლავ გახდება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი თვლის, რომ ჩემპიონობა კვლავ შეუძლია. რუსმა მებრძოლმა ამის შესახებ Gorilla Fighting MMA-სთან ისაუბრა.

შემიძლია თუ არა კვლავ ჩემპიონობა? ვგრძნობ, რომ შემიძლია. რა დრო დამჭირდება ამისთვის? არ ვიცი. რამდენი წელი ვაპირებ კიდევ ბრძოლას? კიდევ რამდენიმე. ჩემი აზრით, UFC-ში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება რამდენიმე წელში შესაძლოა. ვნახოთ რა მოხდება. ეს გეგმა დავისახე და მის შესასრულებლად ყველაფრს გავაკეთებ. ვინ იქნება შენდეგი? მერაბი ან ო'მალი. მნიშვნელობა არ აქვს პირველი რომელი იქნება. - განაცხადა პიოტრ იანმა

შეგახსენებთ, რომ UFC 267-ზე კორი სანდჰეგენის წინააღმდეგ დროებითი ქამრის მოგების შემდეგ, იანმა სამი მარცხი განიცადა. რუსმა უკანასკნელი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ წააგო.

სხვა სტატიები