"მერაბი ამის გამო ცხოველია და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს" - კორი სენდჰეგენი
მერაბ დვალიშვილი 2025 წელს მეოთხე საჩემპიონო ბრძოლას გამართავს, რაც რა თქმა უნდა, გასაოცარი შედეგია. დვალიშვილმა ასეთი გადაწყვეტილების გამო უამრავი ადამიანის პატივისცემა დაიმსახურა. იმავეს იზიარებს კორი სენდჰეგენიც, რომელიც ამბობს რომ მერაბი უბრალოდ უნიკალურია.
მერაბი ამის გამო ცხიველია და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. არაა ვაკდებული ეს გააკეთოს, მაგრამ უნდა და აკეთებს. ეს ბიჭი უნიკალური ინდივიდია. მისთვის კარგია, რომ ასე მალე იბრძვის, რადგან მე იმავეს არ გავაკეთებდი. - ამბობს კორი სენდჰეგენი
"Merab is an animal for that. All the respect in the world for that because he doesn't have to do that, but he wants to.
— Ariel Helwani (@arielhelwani) October 14, 2025
That dude is a unique individual. Good for him for fighting again that soon because I would never do that."@corysandhagenx on Merab's quick return. pic.twitter.com/OWV3DSzvSD
შეგახსენებთ, რომ მერაბმა კორისთან ჩხუბი სულ რაღაც 10 დღის წინ გამართა. მესამე წარმატებული სატიტულო დაცვის შემდეგ, დვალიშვილმა იანთან რემატჩი ითხოვა და მიიღო კიდეც. დვალიშვილი 6 დეკემბერს პიოტრს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ერთადერთი მებრძოლი იქნება, რომელიც ერთ კალენდარულ წელს ქამარს 4-ჯერ დაიცავს.