Belive

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს, მორიგი ბრძოლა 5 ოქტომბერს, ლას ვეგასში, UFC 320-ზე ჩაუნიშნეს. მერაბი საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს, მისი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება - ინფორმაცია UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.

დვალიშვილმა საკუთარი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ქამარი ორჯერ დაიცვა, ჯერ უმარ ნურმაგომედოვთან, შემდეგ კი შონ ო'მალისთან (რემატჩში). საერთო ჯამში, 34 წლის ქართველმა კარიერაში ჩატარებული 24 ბრძოლიდან 20-ში გაიმარჯვა. ახლა მას ზედიზედ 13 მოგება აქვს.

33 წლის სენდჰეგენს MMA-ის 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 18 მოიგო. სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ის ამჟამად მეოთხეა.

მერაბ დვალიშვილი UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მესამე პოზიციას იკავებს, ის მხოლოდ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.

სხვა სტატიები