Belive

მერაბ დვალიშვილი ბრედ კატონას დაუპირისპირდება

7 წლის წინ სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) ეგიდით მომდევნო ორთაბრძოლას 4 მაისს გამართავს. შეხვედრა კანადაში, „კანადიან თაირ სენთერში“, ბრონსონის და თეოდოროს „ქარდზე“ შედგება. ქართველი მებრძოლის მეტოქე კანადელი ბრედ კატონა იქნება, რომელსაც შერეულ საბრძოლო სახეობაში (MMA) რვა ბრძოლა აქვს გამართული და თითოეული მათგანი გამარჯვებით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში მან მეთიუ ლოპესი (10-3-0) დაამარცხა. საგულისხმოა, რომ კატონას კონორ მაკგრეგორის მწვრთნელი, ჯონ კავანა ავარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა (8-4-0) „იუ-ეფ-სი“-ს ეგიდით სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ორი დაპირისპირება დათმო, ხოლო მესამეში კი ტერიონ ვეარი დაამარცხა.

ასევე იხილეთ: UFC: მერაბ დვალიშვილმა ტერიონ ვეარი დაამარცხა

წყარო: 1tv

სხვა სტატიები