მეივეზერმა პაკიაოს გამოწვევას ჩვეულ სტილში უპასუხა
4 წლის წინ
სხვა
1 წთ
მენი პაკიაო ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის სურვილს გამოთქვამს. 2015 წელს, ფილიპინელი მოკრივე, "საუკუნის ორთაბრძოლაში" მეივეზერთან დამარცხდა - მას შემდეგ, პაკიაოს რემატჩის სურვილი აქვს. მენი პაკიაოს გამოწვევას ფლოიდ მეივეზერი ჩვეულ სტილში გამოეხმაურა: "ვიცი რა თქვა მან. როდესაც შემხვდება გავანადგურებ. მე დაგამარცხე მენტალურად, ფიზიკურად და ფინანსურად. გახსოვდეს, შენ იბრძვი იმიტომ, რომ ეს გჭირდება - მე ვიბრძვი მხოლოდ მაშინ, როდესაც მსურს."
Message to Mayweather! pic.twitter.com/nS3K9a0SCY — Manny Pacquiao (@MannyPacquiao) October 27, 2019