Belive

მეივეზერის გუნდმა მენი პაკიაოს გამოწვევას უპასუხა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ფლოიდ მეივეზერს რინგზე დაბრუნების და მენი პაკიაოსთან კვლავ დაპირისპირების არანაირი ინტერესი არ აქვს. აღნიშნული ინფორმაცია მეივეზერის გუნდის წევრმა, ლეონარდ ელერბემ გაავრცელა. ლას ვეგასში, კეით ტურმანის დამარცხების შემდეგ, მენი პაკიაო WBA-ს ვერსიით, ქვესაშუალო წონითი კატეგორიის (67კგ) მსოფლიო ჩემპიონის ქამრის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა. კარიერის მანძილზე, 62-ე პროფესიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, პაკიაომ მეივეზერთან დაპირისპირების მზაობა გამოთქვა. "წარმოდგენა არ მაქვს რა გიპასუხოთ. ის (მეივეზერი) ამ წუთისათვის აქტიური მოკრივის კარიერას ჩამოშორებულია და თავისუფლებით ტკბება. თუ მეივეზერი დაბრუნებას და ჩემთან შებრძოლებას გადაწყვეტს - აუცილებლად მივიღებ მის გამოწვევას", - აღნიშნა მენი პაკიაომ. მენი პაკიაოს განცხადების პასუხად, ფლოიდ მეივეზერის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფლოიდს რინგზე კვლავ დაბრუნების ინტერესი არ აქვს. "ფლოიდს არანაირი ინტერესი არ აქვს. მან კრივს მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მან სპორტის ამ სახეობისთვის ყველაფერი გაიღო - თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენ, რომ უბრალოდ გადაიწვი", - განაცხადა ლეონარდ ელერბემ.

სხვა სტატიები