Belive

"მე მსოფლიოში საუკეთესოსთან შესახვედრად ვემზადები" - ილია თოფურია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალი ქართული MMA-სთვის ისტორიული დღეა. ილია თოფურია პირველი ქართველი გახდება, ვინც UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის მექმედი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

ბრძოლამდე ცოტა დრო რჩება და აშშ-ში გაფრენამდე ილიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა.

- მნიშვნელოვან ბრძოლასთან ძალიან ახლოს ვართ, ამ გამოწვევას როგორ უმკლავდებით?

- სიმართლე გითხრათ, ყველაზე რთული საქმე უკან მოვიტოვეთ. როგორც ყოველთვის, იმ მომენტებიც სიამოვნებას ვიღებ, რომელსაც ცხოვრება მაძლევს.

- ვოლკანოვსკიმ ბევრჯერ დააფიქსირა, რომ დაგამარცხებთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ყველა მეტოქე, რომელსაც წარსულში შევხვდი, იგივეს ამბობდა. ასეთია ჩვენი საქმე. რა უნდა ეთქვა? არა, ის დამამარცხებს და მე წავაგებ... არ მიკვირს ეს რომ თქვა. გამიკვირდებოდა პირიქით, რომ ეთქვა.

- სოციალურ ქსელში რამდენიმე სიტყვა გაცვალეთ ერთმანეთში. როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენი ურთიერთობის საწყისი, ჩემი მხრიდან, პატივისცემაა. ჩემი მისდამი პატივისცემა ყოველდღე დარბაზში პირველი მისვლით და ბოლო გამოსვლით გამოიხატებოდა. მე მსოფლიოში საუკეთესოსთან შესახვედრად ვემზადები.

- მახაჩევთან ძალიან მძიმე ნოკაუტით დამარცხდა. ეს ყველაფერი სამი თვის უკან მოხდა. როგორ ფიქრობ რა გავლენას იქონიებს ყველაფერი?

- ნოკაუტიდან ბრუნდება თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს. 17 თებერვალს შედეგი ერთი იქნება. ამაზე ბევრი არ მიფიქრია. არ ვიცი წაგების შემდეგ ალექსი რას ფიქრობს.

- საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ხარ. ამაზე შენი Instagram-იც მეტყველებს. საიდან მოდის ეს თავდაჯერება?

- ყოველდღე თავდაუზოგავად ვმუშაობ. ჩემი მოწინააღმდეგეებს თავიდან ბოლომდე შევისწავლი. ვაანალიზებ, სტრატეგიას ვსახავ და ამაზე ყოველდღე ვმუშაობ. ასე რომ, თავდაჯერება შრომიდან მოდის. - განაცხადა ილიამ AS-თან საუბრისას

სხვა სტატიები