"მე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ" - ილია თოფურია
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა UFC 317-ის პრესკონფერენცია, სადაც ბოლოს ჩემპიონი - ილია თოფურიაც გამოჩნდა. "მატადორმა" ჟურნალისტებთან ბევრი ისაუბრა, თუმცა, აქ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მომინტებს შემოგთავაზებთ.
P4P რეიტინგი არ მაინტერესებს. სადაც უნდა იქ ჩამსვან.
ემოციების მარტივი სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მე გავთიშე ვოლკი, მაქსი და ოლივეირა - ამ სიტყვების თქმა ბევრს არ შეუძლია. ჩემს გარშემო ყველამ იცოდა, რომ ამას შევძლებდი. ვიცი რამდენად კარგი ვარ და რა შემიძლია. შესაძლოა ცოტა ამპარტავანი ვჩანვარ, როცა ამას ვამბობ. თუმცა, მე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.
ოლივეირასთან ჩხუბი ოდნავ რთულია, რადგან ის კარგი ადამიანია. რაც შეეხება პადის, მას სიამოვნებით მივტყიპავ. შესაძლოა მის წინაარმედ ამერიკელმა ფანებმაც მიგულშემატკივრონ. ვიღაცამ მითხრა, რომ დანა მისი ოქტაგონზე ამოსვლით ძალიან გაბრაზდა. ასე რომ, არ ვიცი.
ვოლკანოვსკის ნოკაუტს პირველ ადგილზე გავიყვანდი, შემდეგ მაქსი და ბოლო ჩარლზი.
უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას. - განაცხადა ილია თოფურიამ
"მატადორმა" მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში ლეგენდარული ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. თოფურიამ ეს პირველივე რაუნდის ნოკაუტით მოახერხა. ილია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC ორი წონის ჩემპიონია.