"მე მისი საბრძოლო სტილის ფანი არასდროს ვყოფილვარ" - ილია თოფურია
ადინ როსმა ილია თოფურიას UFC-ში 5 ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის ჩამოთვლა სთხოვა. "მატადორს" 5 მებრძოლის დასახელება გაუჭირდა და ბევრისთვის გასაკვირად ამ სიაში ხაბიბი არ შეიყვანა. ილიამ ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ ნურმაგომედოვს სახალისო ბრძოლის სტილი არ ჰქონია.
ბოლო ორ ჩხუბამდე ხაბიბის ბრძოლების ხილვა სახალისო საერთოდ არ ყოფილა. ერთადერთი რაც მის ბრძოლებს ყურებადს ხდიდა, მისი დაუმარცებლობა იყო და ინტრიგა, შეძლებდა თუ არა ვინმე მის დამარცხებას. მე მისი ჩხუბის სტილის ფანი არასდროს ვყოფილვარ. - განაცხადა ილია თოფურიამ
Ilia Topuria says Khabib and Demetrious Johnson are NOT top 5 all time 👀
— ACD MMA (@acdmma_) February 27, 2026
“[Khabib] wasn’t fun to watch until his last two fights, what made him fun to watch was that he was undefeated and there was somebody that was gonna beat him. But the reality was, I was never a fan of his… pic.twitter.com/SELpVp1Fgm
შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კარიერა 29 გამარჯვებით და 0 მარცხით დაასრულა. ის მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო და ტიტული სამჯერ დაიცვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხაბიბი UFC-ს დიდების დარბაზის წევრია.