Belive

"მე მძიმე წონის მერაბ დვალიშვილი ვარ" - კურტის ბლეიდსი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

კვირას გამთენიისას MMA-ს გულშემატკივარს საკმაოდ სანახაობრივი ღონისძიება ელოდება. UFC 299-ზე არაერთი საინტერესო დაპირისპირება არის ჩანიშნული. საღამოს მთავარი ბრძოლაში შონ ო'მალისა და "ჩიტო" ვერას ვიხილავთ. ეს ჩხუბი ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესოა, რადგან სწორედ აქ გამარჯვებული დვალიშვილის მომავალი მეტოქე იქნება.

დღეს მედია დღე გაიმართა, სადაც მებრძოლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. კამერებთან გამოჩნდა კურტის ბლეიდსიც, რომელიც Premiles-ის ბოლო ჩხუბს ჟაილტონ ალმეიდას წინააღმდეგ გამართავს. მძიმეწონოსანს ჰკითხეს თუ რომელ მებრძოლს შეადარებდა საკუთარ თავს სხვა დივიზიონიდან. კურტის ბლეიდსმა მერაბ დვალიშვილი შეარჩია.

ახლა არჩევანის გაკეთება მიჭირს... მე სულ მინდოდა ხაბიბის მსგავსი ვყოფილიყავი. არ ვიცი ჩემი მსგავსი ჭიდაობა და სტრაიკინგი ვის აქვს.... ო, ეს მერაბ დვალიშვილია. მე მძიმე წონის მერაბ დვალიშვილი ვარ, საწვავის ავზის გარეშე. - განაცხადა კურტისმა
View this post on Instagram

A post shared by MMA Fighting (@mmafighting)

სხვა სტატიები