Belive

"მე ილია თოფურიას საუკეთესო ვერსიისთვის ვემზადები" - ვოლკანოვსკი ილია თოფურიაზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის დაპირისპირებამდე ზუსტად ერთი თვე გვაშორებს. ორივე მებრძოლის წონის კლებაც უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და შეკრებაც დიდიხანია დაწყებულია.

ქართულ-ავსტრალიული დაპირისპირება MMA-ს გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევდა. ილიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა UFC-ში 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ისტორიაში პირველად ქართველი ყველაზე პრესტიჟული MMA-ის ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს.

ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა - ალექს ვოლკანოვსკის მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით მაიკლ ბისპინგთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჩვენს შორის კარგი ბრძოლა შედგება. ილია დაუმარცხებელია და ეს დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. მასთან გამარჯვება ჩემთვის შესანიშნავი დაბრუნება იქნება. ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე ბევრი ფიქრობს, რომ ასე მალე არ უნდა დავბრუნებულიყავი, თუმცა, მე არაჩვეულებრივი გუნდი მყავს და ვიცით რას ვაკეთებთ. ხალხი ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე საუბრობს... უბრალოდ განსხვავებული ვარ. ყოველი ბრძოლის წინ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. მე სულ ჭკვიანურად ვიბრძვი, წინასწარ გათვლებს ვაკეთებ.

ვფიქრობ, ილიას თავისი ძალები ისეთ ბიჭებთან არ დაუტესტავს, როგორებთანაც მე. სწორედ ამიტომ ექცევა ჩვენს ბრძოლას ამხელა ყურადღება. 17 თებერვალს კარგად გამოჩნდება, თუ რა დონის მებრძოლია ილია თოფურია. ის საშიში ბიჭია, თუმცა, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ძლიერი დამრტყმელია. მისი კრივი ძალიან დახვეწილია. თუ ყურადღებას ერთი წუთითაც მოვადუნებ, ცუდი საღამო მექნება. სწორედ ასეთი ტიპის მებრძოლია ილია. თოფურიას ჯერჯერობით საკუთარი ჭიდაობა არ წარმოუჩენია, თუმცა მას კარგი ჭიდაობის და გრეპლინგის ბაზა აქვს. მე ილია თოფურიას საუკეთესო ვერსიისთვის ვემზადები. - განაცხადა ავსტრალიელმა მაიკლ ბისპინგთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირდება 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები