Belive

"მე ერთადერთი ვარ ვინც ევროპაში ტოტალურად დომინირებს" - ტაისონ ფიური

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მძიმე წონის ჩემპიონი ტაისონ ფიური ამბობს, რომ ის ერთადერთია ვისაც უსიკის დამარცხება შეუძლია.

ბრიტანელის და უკრაინელის ბრძოლა 17 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართება. მათი დაპირისპირების შესახებ დიდხანს მიდიოდა საუბარი, თუმცა, Gypsy King ამბობდა, რომ უსიკთან დაპირისპირება არაფერს მისცემდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ უსიკი IBF-ის, WBA-ის და WBO-ს ქამრების მფლობელია. 

მე ერთადერთი ვარ ვინც ევროპაში ტოტალურად დომინირებს. მან ყველა ბრიტანელი მოკრივე დაამარცხა - ჩიზორა, ჯოშუა, დუბუა. მხოლოდ ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებს. დიდი ალბათობით, ის დისტანციიდან იმუშავებს. თუ ის დამამარცხებს, რაც ვიცი რომ არასდროს მოხდება, მას წინ ვეღარავინ გადაუდგება. - განაცხადა ტაისონ ფიურიმ

მედიასთან საუბრისას ტაისონს ნგანუსთან ბოლო ბრძოლაზე, კერძოდ, მესამე რაუნდში განცდილ ნოკდაუნზე ჰკითხეს.

რას ელოდით ჩემგან? ძირს დავრჩენილიყავი? ცხოვრება ბევრჯერ დაგაგდებს, მაგრამ უნდა ადგე და წინსვლა განაგრძო. წარსული ჩემზე გავლენას არ ახდენს. ახლა ბედნიერი ვარ და ჩემს საქმეს განვაგრძობ. - განაცხადა ფიურიმ Sky Sports-თან საუბრისას

უსიკმა ბოლო ბრძოლა აგვისტოში დუბუას წინააღმდეგ ჩაატარა და მეცხრე რაუნდში გამარჯვება მოიპოვა. უკრაინელ მოკრივეს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 14 ნოკაუტით მოიგო. ოლეკსანდრ უსიკ პროფესიონალურ კრივში არ დამარცხებულა,

სხვა სტატიები