Belive

მძლეოსნობის მსოფლიო ღონისძიებაზე უჩვეულოდ ბევრი რეკორდი დამყარდა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ოკლაჰომაში გამართულ მძლეოსნობის მსოფლიო ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით რეკორდი მოიხსნა, თუმცა თითს ყველა ამინდისკენ იშვერს, სპეციალისტები ამას "ბუნებრივ დოპინგს" უწოდებენ.

ლიეტუველმა ბადროს მტყორცნელმა ვარსკვლავმა მიკოლას ალეკნამ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და 75,56 მეტრი დააფიქსირა. ავსტრალიელმა მეთიუ დენიმ გადააჭარბა ალენკას ძველ რეკორდს და ბადრო 74.78 მეტრზე ტყორცნა.

რეკორდი დამყარდა ქალთა შორისაც, ვალარი ალმანმა დაამყარა აშშ-ს ახალი რეკორდი 73.52 მ სროლით, რაც ყველაზე გრძელი ტყორცნაა ბოლო 36 წლის განმავლობაში.

სპეციალისტებსა და კომენტატორებში მიღებულმა შედეგებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია და დიდი სიახურულით არ შეხვდნენ ახალ რეკორდებს.

არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო.

ეს უბრალოდ სასაცილო ხდება. შეჯიბრის დროს ქარიშხალი იყო. 'ამინდის დოპინგი' უნდა დაემატოს აკრძალულ სიას.

აქ გიჟივით უბერავს. ეჭვგარეშეა, რომ ეს არენა შორს სროლისთვის არ არის შესაფერისი.

ეს განსხვავებული სპორტია.

ქარის სარგებლის რაოდენობრივი დადგენა აქ უფრო რთულია, ვიდრე სირბილში.

ახლა წესების შეცვლა რთული იქნება. - აცხადებენ კომენტატორები და ყოფილი სპორტსმენები

მრავალი სპორტული ღონისძიებისგან განსხვავებით, როგორიცაა ტრასაზე სირბილი და ხტომის დისციპლინები, ტყორცნას არ აქვს რაიმე შეზღუდვა ქარის 'დახმარებაზე'. მიუხედავად დამსწრეების გაღიზიანებისა, მსოფლიო მძლეოსნობამ დაადასტურა, რომ ახალი რეკორდები მათ წესებს არ არღვევს და რატიფიცირება ჩვეულებრივ მოხდება.