Belive

მძიმე ტრავმის შემდეგ, ჭიკაძეს ბრძოლის უფლება მისცეს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე 16 დეკემბერს დაბრუნდება. "ნინძას" მოწინააღმდეგე თოფურიას ყოფილი მეტოქე ჯოშ ემეტი იქნება. მათი დაპირისპირება ლას ვეგასში შედგება.

აღსანიშნავია, რომ ყველა შტატს სპორტული ღონისძიებების მიმართ საკუთარი რეგულაციები გააჩნია. ნევადაში ოქტაგონზე გასვლამდე ყველა სპორტსმენი საჭირო გამოკვლევებს იტარებს და ამით პასუხისმგებელი პირები თავს იზღვევენ. MMA Junkie-სთან საუბრისას, ჯეფ მალენმა განაცხადა, რომ გიგას თავის მძიმე ტრავმა ჰქონდა.

კასერესთან ბრძოლა ჭიკაძემ სხვა შტატში ჩაატარა, სადაც ნევადას იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. აღნიშნული დაპირისპირება ვეგასში რომ შემდგარიყო, გიგა დიდი ალბათობით ვერ იბრძოლებდა. როგორც იწერება, გიგას თავის მძიმე ტრავმა ჰქონდა. კასერესთან ჩხუბამდე ქართველი კელვინ კატარს შეხვდა, რომელისგანაც თავის არეში დაახლოებით 130 დარტყმა მიიღო. ნევადაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მთავარმა სამედიცინო კონსულტანტმა "ნინძას" რვაკუთხედში გამოსვლის უფლება მისცა.

„ყოველთვის, როცა საქმე ბრძოლისთვის ლიცენზიის მიღებას ეხება, სპორტსმენების შესაბამისი კომისიის გავლა უწევთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის დაზიანებაზეა საუბარი. მებრძოლი მხოლოდ მაშინ გავა ოქტაგონზე თუ ამის უფლებას კომისია მისცემს. - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ მალენმა

ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

სხვა სტატიები