Belive

მარტის ბაშო | ლიდერთა სია და სუმოისტების გამომუშავებული თანხა | მე-9 დღე

2 წლის წინ სხვა
1 წთ
13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე, ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.

სად ტარდება ბაშო?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი


მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.

ლიდერთა სია


2022 წლის რიგით მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეიბს, 9 დღის მონაცემებით ტურნირის საჩემპიონო ცხრილს ექს-ოძეკი ტაკაიასუ დაუმარცხებლად ლიდერობს. 8-8 მოგებას კი სამი სუმოისტი აფიქსირებს - განვლილი ბაშოს ჩემპიონი - ოძეკი მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და კოტონოვაკა.

სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა | 8 დღის მონაცემები


მიტაკეუმი - 102 კენშო (40,800$) ტაკაკეიშო - 77 კენშო (30,800) ტერუნოფუჯი - 74 კენშო (29,600$) აბი - 45 კენშო (18,000$) ენდო - 44 კენშო (17,600$)

ტოჩინოშინი



ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზეა გამწესებული. ქართველი ექს-ოძეკი ამ დროისათვის, 6 მოგებასა და 3 მარცხს აფიქსირებს. სამწუხაროდ, გამომუშვებული კენშოების რაოდენობით 8 დღის შემდეგ ათეულს მიღმაა.
 

სხვა სტატიები