მარტის ბაშო | ლიდერთა სია
2 წლის წინ
სხვა
2 წთ
სად ტარდება ბაშო?
მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.
სანიაკუ
იოკოძუნა
იოკოძუნა ჰაკუჰოს როგორც მებრძოლის კარიერის დასრულების შემდეგ, უმაღლესი წოდების მქონე სუმოისტი მხოლოდ მონღოლი ტერუნოფუჯია, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე, 4 დღის შემდეგ 3:1-ზე ბალანსი აქვს.
ოძეკი
ოძეკის რანგში აღმოსავლეთიდან შოდაი, დასავლეთიდან კი პირველ ნომრად ტაკაკეიშო, ხოლო მეორე ნომრად მიტაკეუმი არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი ოძეკის რანგში პირველ ბაშოს ატარებს - ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი იანვრის ბაშოს საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.
- შოდაის ყველასთვის მოულოდნელად, 4-დან 4 მარცხი აქვს.
- ტაკაკეიშოს თანაბარი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 2 მარცხის წილ.
-
მოქმედი ჩემპიონი მიტაკეუმი ბრწყინვალედ ასპარეზობს, მას 4 დღის შემდეგ წაგება არ აქვს.
სეკივაკე
იერარქიულად რიგით მესამე წოდება სეკივაკეა, რომელსაც ჰარუ ბაშოზე ვაკატაკაკაგე (აღმოსავლეთიდან) და აბი (დასავლეთიდან) მოირგებენ. ორივე სეკივაკეს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.
კომუსუბი
სანიაკუს ანუ უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლების საზოგადოებაში ყველაზე დაბალი - კომუსუბის სტატუსი 2022 წლის ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთიდან ტაკანოშოს და დასავლეთიდან ჰოშორიუს ერგოთ.
ტაკანოშოს ბაშოს მე-4 დღეს მხოლოდ 1 მოგება აქვს. ჰოშორიუს ბალანსი თანაბარია 2:2-ზე.
ტოჩინოშინი
ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის "ანტირეკორდულ" საფეხურზეა გამწესებული. ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველ მებრძოლს მეოთხე დღის ბოლოს თანაბარი ბალანსი 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.
ამრიგად, ბაშოს ოძეკი მიტაკეუმი 4-დან 4 მოგებით ლიდერობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექს-ოძეკი ტაკაიასუ, რომელიც მე-7 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, მის მსგავს შედეგს აფიქსირებს.