2021 წლის რიგით მეორე, ანუ ჰარუ ბაშო კორონავირუსის შემდეგ პირველი სუპერტურნირი უნდა ყოფილიყო, რომელიც დედაქალაქს მიღმა გაიმართებოდა.
გამთენიისას იაპონური სუმოს ასოციაციამ ზემოთხსენებული დაანონსებული ინფორმაცია უარყო და დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურნირი კვლავ ტოკიოში გაიმართება.
ამრიგად, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სუმოს ცენტრად კვლავ ტოკიო რჩება.
ჰარუ ბაშო 14 მარტს აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.