Belive

მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი გალიაში ბრძოლაზე შეთანხმდნენ

10 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში საკმაოდ სასაცილო და ამავდროულად ძალიან საინტერესო ახალი ამბავი გავრცელდა. მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი, არც მეტი არც ნაკლები, გალიაში ბრძოლაზე შეთანხმდნენ.

როგორც ჩანს, საქმიანი მეტოქეობა ტექნიკური ინდუსტრიის ორი ყველაზე ძლიერი მილიარდერისთვის საკმარისი არ არის.

Twitter-ის მფლობელმა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის ცუკერბერგთან გალიაში ბრძოლისთვის მზად არის. ცუკერბერგმა მასკის გამოწვევას დათანხმადა და ლოკაციაც მოითხოვა თუ სად შედგებოდა ბრძოლა.

ჯერჯერობით უცნობია ისინი სერიოზულად გეგმავენ თუ არა ბრძოლას, თუმცა, CNN-ის ჟურნალისტმა Tesla-ს პრესპიკერთან საუბრისას ასეთი პასუხი მიიღო: "სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები ყველაფრის მთქმელია."

აღსანიშნავია, რომ "მებრძოლებმა" ლოკაციაც შეარჩიეს. ეს ლას ვეგასი იქნება, სწორედ ის დარბაზი, სადაც UFC-ის საღამოები იმართება.

სხვა სტატიები