Belive

მაქს ჰოლოუეის სემინარზე თოფურიას შორტით დახვდნენ

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული MMA მებრძოლი, მაქს ჰოლოუეი მასტერკლასებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი სემინარის დროს, მისალმება სხვა რამის აღნიშვნით დაიწყო. საქმე ისაა, რომ ერთ ახალგაზრდა მებრძოლს სწორედ ის შორტი ეცვა, რომლითაც ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა. ჰავაელმა ვარსკვლავმა, უპირველესად ამ ბიჭის დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

ჰოლოუეიმ, რა თქმა უნდა, იხუმრა და დარბაზში შეკრებილებიც სიცილით შეხვდნენ ამ ფაქტს. ილია თოფურიამ, ესპანეთის ფერებში გადაწყვეტილი ამ შორტით, მაქს ჰოლოუეისთან ქამარი დაიცვა და ის კარიერაში პირველად დაანოკაუტა.

ილია თოფურია ჰოლოუეისთან გამარჯვების შემდეგ

სხვა სტატიები