მანჩესტერის კრიზისი - მიზეზების ანალიზი
8 წლის წინ
სხვა
5 წთ
ორშაბათს, „ოლდ ტრაფორდზე“ ტოტენჰემთან (0:3) განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ დადასტურდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია. პრობლემა კომპლექსურია, რადგან „იუნაიტედის“ დაღმასვლა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა.
ჟოზე მოურინიო
რთულია გავიხსენოთ სხვა ცნობილი სპეციალისტი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირის მოგების შემდეგ მსგავსი დაღმასვლა განიცადა. მოუმ სხვადასხვა გუნდებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, პრემიერლიგა 3-ჯერ, პრიმერადივიზიონი 1-ელ, სერია ა 2-ჯერ, პრიმიერა ლიგა კი 2-ჯერ მოიგო - სხვა თასების ჩამოთვლა არც ღირს. სიტუაცია შეცვლილია - ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს მოუ აგრესიით პასუხობს, იხსენებს წარსულში აღებულ ტიტულებს და მედიას მეტი პატივისცემისკენ მოუწოდებს.ჟოზე "მანჩესტერს" უკვე მესამე სეზონია წვრთნის და მის მონაგარს ევროპა ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი წარმოადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ მოურინიოსთვის ერთ დროს ევროპა ლიგა მნიშვნელოვან ტურნირს არ წარმოადგენდა, თუმცა ნახევარფინალში, "სელტასთან" განმეორებით მატჩს პორტუგალიელმა სპეციალისტმა "გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში" უწოდა. შესაბამისად, ერთ დროს ყველაზე ქარიზმატული და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მოურინიო, რომელიც საკუთარ თავს "გამორჩეულს" უწოდებდა, კარიერულ კრიზისშია, რაც მისი გუნდის თამაშზე მნიშვნელოვნად არის ასახული. ამავე დროს, მოურინიოსა და "იუნაიტედის" საფეხბურთო ფილოსოფია ერთმანეთთან თავსებადი არ აღმოჩნდა - მწვრთნელი მატჩში გამარჯვებას ნებისმიერი მეთოდებით ამართლებს, ხოლო "მანჩესტერი" კი ფერგიუსონის ეპოქაში შემტევ ფეხბურთზე იყო ორიენტირებული.Jose Mourinho walks out of his press conference repeatedly saying 'Respect' #mufc pic.twitter.com/gqGO3zHzms — Samuel Luckhurst (@samuelluckhurst) August 27, 2018
სუსტი დაცვა
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო: მათი შემტევითი პოტენციალი დიდია, მაგრამ უსუსტესი დაცვა ხშირად წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ხდება. მაგალითისთვის - "ტოტენჰემთან" მატჩში, ლუკას მოურას ბრაზილიურ მანევრს გუნდის მთავარმა მცველმა, კრის სმოლინგმა ვერაფერი დაუპირისპირა და გუნდმა მესამე გოლი მიიღო. ასევე, გავიხსენოთ UEFA-ს სუპერთასი, როდესაც "რეალმა" "წითელი ეშმაკების" საჯარიმოში მცველებისთვის მარტივად გამოსაცნობი კედელი გაითამაშა, თუმცა ისკო დე ხეასთან პირისპირ დარჩა. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ "მანჩესტერელების" დაცვა იმ სტანდარტს ნამდვილად არ აკმაყოფილებს, რასაც გუნდის ხელმძღვანლობა და უფრო მეტად, გულშემატკივარი ითხოვს: ლინდელოფს, სმოლინგს, როხოს, შოუსა და დარმიანს რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის დონემდე ძალიან ბევრი აკლიათ.
არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა
"მანჩესტერს" გასული წლების განმავლობაში არცერთი ტოპ კლასის მცველი არ დაუმატებია (მათ რიცხვში ლინდელოფსა და ბაილის არ ვთვლით). სანაცვლოდ, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა დიდ თანხას იხდიდა შემტევი ფეხბურთელების შეძენაში. წარუმატებელი გამოდგა მხითარიანის ტრანსფერი (€42 მლნ.), რომელიც მოგვიანებით, ბარტერის სახით ალექსის სანჩესმა ჩაანაცვლა, რასაც ასევე არ მოუტანია გუნდისთვის შედეგი - 20 მატჩში ჩილელმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა, მაშინ როდესაც "არსენალში" მას საშუალოდ 0.48 გოლი გაჰქონდა. ასევე, უფუნქციოა მატა, რომელზეც "ოლდ ტრაფორდზე" დიდ იმედებს ჯერ კიდევ მოურინიოს მოსვლამდე ამყარებდნენ. მოურინიოს საკვანძო პრობლემაა ის, რომ გუნდში ისეთივე ბირთვი ვერ ჩამოაყალიბა, როგორიც მან "პორტოში," "ჩელსიში," "ინტერსა" და "რეალში" მოახერხა. პოგბასა და ლუკაკუში გადახდილმა თითქმის 200 მილიონმა ევრომ ვერ შექმნა გუნდში ისეთი ატმოსფერო, რასაც დეკო-მაკარტი, ლამპარდი-დროგბა, სნეიდერი-მილიტო და ოზილი-რონალდუ ქმნიდნენფერგიუსონის ფაქტორი