მახაჩევი: 'თოფურიას პირველობა UFC-ის მარკეტინგული ხრიკია'
ისლამ მახაჩევი, რომელიც მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია, არ ეთანხმება ბოლოს განახლებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ილია თოფურია ყველა დივიზიონის მებრძოლთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. აქამდე ამ პოზიციას დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა თავად ისლამი, თუმცა მან მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა დივიზონში გადავიდა (ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ილია ავიდა მის წონაში).
ეს უბრალოდ მარკეტინგია. ისინი ამას სპეციალურად ჩვენი ბრძოლის ნიადაგის შესამზადებლად აკეთებენ. ხალხი უკვე დაინტერესებულია, ამიტომ UFC-სთვის ყველაფერი კარგად მიდის. მე და თოფურია რეიტინგში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
ისლამის ვაკანტურად დატოვებული ქამარი ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტებით მიიღო და 2 წონის ჩემპიონი გახდა. მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს მოიკანოს წინააღმდეგ იბრძოლა და მარტივად გაიმარჯვა (მაშინ ბრძოლას ცარუკიანი ჩაეხსნა). ისლამ მახაჩევმა ახლა ბელალ მუჰამადის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, გამარჯვების შემთხვევაში, თავადაც 2 წონის ჩემპიონი გახდება.
ამ მომენტისთვის ყველა მებრძოლის საერთო რეიტინგს (P4P) ილია თოფურია ლიდერობს, მეორეზე ისლამია, ხოლო მესამე ადგილს მერაბ დვალიშვილი იკავებს.