Belive

მაკგრეგორი: "ხაბიბს ნოკაუტით გავანადგურებ"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის მოყვარულებს განსაკუთრებული სანახაობა ელით. "საუკუნის ორთაბრძოლის" 10 რაუნდიან დაპირისპირებაში, ფლოიდ მეივეზერთან დამარცხებულ კონორ მაკგრეგორს ოქტაგონზე დაბრუნება სწყურია, მეტოქე კი არც მეტი არც ნაკლები დაუმარცხებელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვია. თანამედროვეობის ორი გამორჩეული მებრძოლის დაპირისპირება, უსაზღვრო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თითქმის ორწლიანი განშორების შემდეგ, მაკგრეგორი UFC 229-ის ეგიდით გასამართ ბრძოლაში დაუბრუნდება ოქტაგონს. UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონების ერთობლივმა პრეს-კონფერენციამ ანშლაგით ჩაიარა, რის შემდეგაც მაკგრეგორმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხაბიბი დააკნინა და აღნიშნა, რომ მას ნოკაუტით გაანადგურებს. "ხაბიბს დავშლი და დავამსხვრევ. არამგონია ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს, რადგან ის ახალბედასავით მოძრაობს. მთელი ცხოვრება UFC-ის ტიტულების მოპოვებას შევწირე. საკმაოდ ბევრს ვშრომობდი, რათა ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულის მფლობელი გავმხდარიყავი. ხაბიბს ნოკაუტით გავანადგურებ", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.

სხვა სტატიები