"გმადლობთ შემოთავაზებისთვის, მაგრამ არ გამოვა" - დანა ქართველების საჩემპიონო ბრძოლებზე
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასა და მერაბ დვალშვილის საჩემპიონო ბრძოლები ჯერჯერობით არ განიხილება.
ბოლო პერიოდში გულშემატკივრები აქტიურად ავრცელებდნენ იდეას, რომ დვალიშვილსა და თოფურიას ერთ საღამოს ჩაეტარებინათ საჩემპიონო ბრძოლები. აღნიშნულ იდეას სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა, მაგრამ დანა უაითის თქმით ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ ადრეა.
მსგავსი არაფერია ჩანიშნული. დიდი მადლობა გულშემატკივარს ჩართულობისთვის, მაგრამ არა! - განაცხადა დანა უაითმა CONTENDER SERIES-ის დასრულების შემდეგ.
დანა უაითის თქმით, თებერვლამდე ყველა ბრძოლა ჩანიშნულია. გარდა ამისა, მარტსა და აპრილში გასამართი ბრძოლები დამუშავების პროცესშია.