Belive

ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონისა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს - ლუის ჰემილტონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაჰრეინის გრან-პრის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ლეგენდარულ ბრიტანელ პილოტს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსის გამო, ჰემილტონი ბაჰრეინში საკინის გრან-პრის გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰემილტონი ბაჰრეინის ერტ-ერთ სასტუმროში 10-დღის განმავლობაში იქნება იზოლირებული. "ფორმულა 1 და მერსედესის საჯინიბო ერთობლივად ვადასტურებთ, რომ რბოლის წინ ჩატარებული სავალდებულო ტესტირების შედეგად, ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა", - აღნიშნულია ფორმულა 1-ის ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები