ლოპეს ნუნიესი ოლიმპიადაზე იასპარეზებს და მე-5 ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
ოთხგზის ოლიმპირმა ჩემპიონმა, ლოპეს ნუნიესმა, განაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიადაზე ასპარეზობას აპირებს:
,,პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზებ. მინდა, გავხდე პირველი მოჭიდავე, რომელსაც ოლიმპიადაზე 5 ოქროს მედალი ექნება მოპოვებული,'' - კუბელის სიტყვებს ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია ციტირებს.
ლოპეს ნუნიესმა ტოკიოში ოქროს მედალი მოიპოვა და კაორი იჩოს შემდეგ გახდა მეორე მოჭიდავე, რომელსაც ოლიმპიადაზე 4 ოქრო აქვს მოგებული.
კუბელმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში იაკობ ქაჯაია დაამარცხა.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.