ლინდსი ვონის საშინელი ტრავმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე | VIDEO
10 საათის წინ
სხვა
1 წთ
2026 წლის მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლინდსი ვონმა ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო. 41 წლის ამერიკელი სპორტსმენი დაღმართზე დაშვებიდან რამდენიმე წამში მძიმედ დაშავდა და ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლინდსი ვონს ოლიმპიურ თამაშებამდე 1 კვირით ადრე მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჰქონდა დაზიანებული, შესაძლოა რომ სწორედ წარსულში მიღებულმა ტრავმამ გამოიწვია ეს შედეგი. ჯერჯერობით უახლესი ინფორმაცია არ არის ცნობილი, მაგრამ სხვადასხვა წყაროს ცნობით ამერიკელი სპორტსმენი იძულებულია, რომ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშოს.