Belive

ლევან საგინაშვილი: "დევონ ლარატთან დაპირისპირებით რისკზე წავედი"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი, მკლავჭიდის სუპერ მძიმე წონის ჩემპიონია. მან ქამარი ლეგენდარულ კანადელ სპორტსმენს, დევონ ლარატს წაართვა. პრესტიჟული ღონისძიების EAST VS WEST 12-ის უმთავრეს შეხვედრაში, ლევანმა დევონს შანსი არ დაუტოვა და 4:0 გაანადგურა. დაპირისპირების შემდეგ, საგინაშვილმა მოწინააღმდეგესა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციაზე ისაუბრა.

ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვარ, დევონი წარმოუდგენელი სპორტსმენია და მადლობა მას იმისთვის, რომ არასდროს 'გაჩერებულა'.

პირველ რაუნდის დასაწყისში იყო პრობლემა, თუმცა გამეორების ნახვის შემდეგ უკეთ მივხვდები რა მოხდა. ვფიქრობ, დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ხელი "გამეხურებინა", თუმცა დევონი ძალიან ძლიერად მაწვებოდა. მას შემდეგ რაც მე გავზარდე წნეხი, ლარატმა ძალიან ბევრი ენერგია დაკარგა.

ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს და ფქტობრივად, ვარჯიში 0-დან დავიწყე. ხშირად ვფიქრობდი, საერთოდ მევარჯიშა თუ არა... დევონის წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან დიდი რისკი იყო, თუმცა მე ეს გავაკეთე და გავიმარჯვე კიდეც. - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლევან საგინაშვილმა

იმის გარდა, რომ საგინაშვილმა ლარატს ჩემპიონის ქამარი წაართვა, ორი წლის წინ KING OF TABLE-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრშიც უპრობლემოდ დაამარცხა. თუ აქამდე მაინც არსებობდა კითხვები, ვინაა მკლავჭიდის ამ 2 გიგანტს შორის საუკეთესო, უკანასკნელმა შეხვედრამ, ამ საკითხზე დისკუსიას აზრი გაუქრო.

სხვა სტატიები