Belive

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი - ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. გაფრინდაშვილს, რომელიც 16 წლის განმავლობაში საჭადრაკო ტახტის დედოფალი გალხდათ, 82 წელი შეუსრულდა.

ლეგენდარულმა ქართველმა, ჭადრაკის ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა და საქართველოს საჭადრაკო ცენტრად ქცევაში, ლომის წილი მიუძღვის. 1977 წელს, გაფრინდაშვილი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის (1978). გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962–1978). მის ტიტულოვან კარიერას 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მედალი ამშვენებს.

ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას.

belive-ს გუნდი ჭადრაკის ქართველ დედოფალს დაბადების დღეს ულოცავს. ქალბატონ ნონას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.

სხვა სტატიები