Belive

ლეგენდარული ალესანდრო ნესტა იუბილარია (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო ნესტა იუბილარია. ვეტერან ცენტრალურ მცველს 43 წელი შეუსრულდა. ნესტას პროფესიონალური კარიერა 1993 წელს რომში, კერძოდ "ლაციოს" შემადგენლობაში დაიწყო. რომაულ კლუბში მან 9 სეზონი გაატარა და 2002 წელს "მილანის" მაისური მოირგო. "როსონერიში" ნესტამ საოცარი სეზონები ჩაატარა. იქ 2012 წლამდე ითამაშა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველადაც ჩამოყალიბდა. "მილანიდან" კარიერის მიწურულს ოკეანის გადაღმა გადაბარგდა და "მონრეალში" ითამაშა. კარიერა კი 2014 წელს დაასრულა. საკლუბო დონეზე ნესტას 624 მატჩი და 13 გატანილი ბურთი დაუგროვდა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1996 წელს გამოიძახეს და 2006 წლამდე შეუცვლელი ფიგურაც იყო. ეროვნულ გუნდში 78 მატჩი ჩაატარა. ალესანდრო ნესტას კარიერაში 19 ტიტული აქვს მოგებული. ტიტულები: "ლაციო" სერია ა: 1 (1999-2000) იტალიის თასი: 2 (1997-98; 1999-2000) იტალიის სუპერ თასი: 1 (2000) UEFA-ს თასების მფლობელთა თასი: 1 (1998-99) UEFA-ს სუპერ თასი: 1 (1999) "მილანი" სერია ა: 2 (2004; 2011) იტალიის თასი: 1 (2002-03) იტალიის სუპერ თასი: 2 (2004; 2011) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 2 (2002-03; 2006-07) UEFA-ს სუპერ თასი: 2 (2003; 2007) FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 1 (2007) იტალიის ნაკრები FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი: 1 (2006)
   

სხვა სტატიები