ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში იბრძოლებს
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ინგლისში, ქალაქ ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. პირველ დღეს საქართველოდან მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა. ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით გახსნა. პირველ ბრძოლაში გურულის მოწინააღმდეგე საუდის არაბეთის წარმომადგენელი მუსა ალჰავსავი იყო. ლაშამ ალჰავსავი დამაჯერებლად 5:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი მოკრივის შემდეგი მეტოქე ირლანდიელი დეიან კლანსი იქნება.
თავისმხრივ დეიან კლანსიმაც მისი პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ირლანდიელის მოწინააღმდეგე თურქმენეთის წარმომადგენელი იჰლასბეკ კოჩაროვი იყო, რომელიც 5:0 დაამარცხა.